აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე უნდა ჩაიტარონ. „უწყებებმა უნდა იმოქმედონ სწრაფად, რათა მათი თანამშრომლები სრულად აიცრან რაც შეიძლება სწრაფად, არა უგვიანეს 22 ნოემბრისა,“- აღნიშნულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური უწყებებისთვის გამოქვეყნებულ მითითებაში. აშშ-ში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ ჰოსპიტალიაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდის გამო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაქცინებთან დაკავშირებით პოზიცია გაამკაცრა, რადგან, მათი განმარტებით, ეკონომიკის დაცვისა და პანდემიის დასრულების საუკეთესო საშუალება მოსახლეობის ვაქცინაციაა. ბოლო მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა ვაქცინებია 381 000 000 დოზა გამოიყენა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული კი - 179 000 000 მოქალაქეა.