აშშ-ის 13 შტატში ხანძრის 80 სხვადასხვა კერას ებრძვიან. აშშ-ში ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყეებში ცეცხლი მიმდინარე თვის დასწყისიდან არაერთ ადგილას გაჩნდა. ხანძარი განსაკუთრებით ძლიერი ორეგონისა და ნევადას შტატებშია.
BBC-ის ინფორმაციით, ორეგონის შტატში ხანძრებმა 1 200 კვ.კმ. ტყის მასივი გაანადგურა. ნევადაში კი ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია, რის გამოც 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლმა 160-ზე მეტი სახლი გაანადგურა.
BBC-ის ინფორმაციით, კალიფორნიაში წელს ხანძრებმა იმაზე 5-ჯერ მეტი ტერიტორია გაანადგურა, ვიდრე გასული წლის იმავე მონაკვეთში. სპეციალისტები ხანძრების გახშირებას კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ.