აშშ-ში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა სასაზღვრო უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და თავიდან აირიდეს მორიგი ე.წ შათდაუნი. კანონმდებლების თქმით, შეთანხმება დახურულ კარს მირმა ვაშინგტონში შედგა. ჯერჯერბობით შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, საუბარი იყო პრეზიდნეტ ტრამპის ინიციატივაზე მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით და დოკუმენტების არ მქონე მიგრანტების დაკავებაზე. გავრცელებული ცნობით, შეთანხმების ფარგლებში გადაწყდა კედლის მშენებლობისთვის 1, 375 მილიარდი დოლარის გამოყოფა, მაშინ როდესაც ტრამპი 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვდა. დემოკრატები კი ითხოვდნენ იმ არალეგალი მიგრანტების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც იმიგრაციის სამსახურმა შესაძლოა დააკავოს. აღნიშნული რიცხვი 49 057დან 40250-მდე შემცირდა. შეთანხმება პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს, ვინაიდან ზოგიერთ სამთავრობო უწყებას სწორედ ამ დღეს ეწურება დაფინანსება და საჭიროა ე.წ შათდაუნის დასრულება, რაც მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერებას გულისხმობს.