ამერიკაში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. SPORTALL.GE ხურციძის მეგობარზე, მერაბ დვალიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გადაწყდება გაათავისუფლებენ თუ არა ქართველ მოკრივეს გირაოს სანაცვლოდ. დვალიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივის სურვილია, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები და ჟურნალისტები სასამართლო პროცესს დაესწრონ. ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი „რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში“ ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.