აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც მაყვალა ხურციძე აცხადებს ,მან არაერთხელ მიმართა, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ამ დრომდე არავინ შეხმიანებია. ნიუ-იორკში 15 ქართველი გასულ კვირას დააკავეს. მათ ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.ხურციძეს 4 დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მაყაშვილი კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.