აშშ-ში, კოლორადოს შტატში შეიარაღებული პირი დაბადების დღის წვეულებაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილებს შორის თავდამსხმელის მეგობარი გოგონაცაა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა წვეულებაზე მოხდა, სადაც მშობლები, ბავშვები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები. თავდამსხმელს ბავშვებისთვის არ უსვრია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია თავად ეჭვმიტანილიც. თავდამსხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.