აშშ-ში შესვლის მსურველ ადამიანებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ახალი წესების თანახმად, 2 წლის ასაკიდან ყველა მგზავრმა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებმა, გამგზავრებამდე 3 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი, ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.
ახალი რეგულაცია არ შეეხებათ მგზავრებს, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიას ტრანზიტით გაივლიან. შესაბამის განკარგულებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა რობერტ რედფილდმა ხელი უკვე მოაწერა.
ახალი წესი 26 იანვრიდან ამოქმედდება.