აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 77 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია,- ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემების თანახმად, აშშ-ში კოვიდ 19-ს კიდევ 969 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხმა 138 000-ს გადააჭარბა. ამასთან, ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დღიურმა ზრდამ, შესაძლოა, 100 000-ს მიაღწიოს, თუკი ამერიკელები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად არ გაერთიანდებიან.