ამერიკის 44-მა შტატმა ანტიმონოპოლიურ სამსახურში გააგზავნა სარჩელი, რომელიც 20 ფარმაცევტულ, მათ შორის ისეთ ცნობილ კომპანიას ეხება, როგორიცაა Pfizer-ი. როგორც შტატ კონექტიკუტის გენერალური პროკურორი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, მოსარჩელეები კომპანიებს შეთანხმებით მოქმედებასა და 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების ხელოვნურად აწევაში ადანაშაულებენ.
მისი თქმით, სარჩელი კონექტიკუტის საოლქო სასამართლოში 10 მაისს შევიდა. პროკურატურის ცნობით, საუბარია, აბების, კაფსულების, კრემისა და გელის სახის პრეპარატებზე. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში შეთანხმებული ფასების მატება ათას პროცენტს აღწევდა.
44 შტატის ხელისუფლება ამ კომპანიების დაჯარიმებასა და დაზარალებულებისთვის თანხის ანაზღაურებას მოითხოვს. კომპენსაციის მოცულობა კი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.