19:17
31 მაისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ საფრანგეთიდან იმპორტირებულ შამპანურზე, ხელჩანთებსა და ყველზე ტარიფების 100 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს
03-12-2019

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ 2.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფს 100 პროცენტამდე გაზრდის. მათივე ინფორმაციით, გაზრდილი ტარიფები შეეხება საფრანგეთიდან იმპორტირებულ შამპანურს, ხელჩანთებს, ყველს და სხვა პროდუქტებს. ამ ნაბიჯით აშშ პასუხობს საფრანგეთის მიერ ციფრულ სერვისებზე დაწესებულ გადასახადს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი აცხადებს, რომ საფრანგეთის მიერ დაწესებული ბეგარა, რომელიც საერთაშორის საგადასახადო პრინციპებსა და პოლიტიკასთან სრულ შეუსაბამობაშია, აზარალებს ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Alphabet Inc’s Google (GOOGL.O)-ს, Facebook Inc (FB.O)-ს, Apple Inc (AAPL.O)-სა და Amazon.com Inc (AMZN.O)-ს.

შეგახსენებთ, საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომლითაც ციფრულ სერვისებს 3 პროცენტიანი ბეგარა დაუწესა. კანონი ეხებათ იმ კომპანიებს, რომელთა შემოსავალიც საფრანგეთში 25 მილიონ ევროზე მეტი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 750 მილიონი ევროა.

AutoPlay
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თბილისში, უჯარმის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია Solar-ის საწარმოს ესტუმრა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული?
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
სომხეთში გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4 პაციენტი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები