აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის 16 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას ჟენევაში ვილა ლა გრანჟი უმასპინძლებს. ინფორმაციას მედია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შვეიცარია მადლობას უხდის ორ ქვეყანას ჟენევის არჩევით ნდობის გამოხატვისთვის. მე-18 საუკუნის ვილა ლა გრანჟი ქალაქის უდიდეს პარკში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარეობს.
მედიის ინფორმაციით, ვილა 8-18 ივნისს ვიზიტორებისთვის დახურულია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 14-17 ივნისს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდება.