ციხეში მყოფი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის განაჩენი 7 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამ ინფორმაციას თავად მსჯავრდებული ავრცელებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ კომენტარში ნათქვამია, რომ სასამართლო 7 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე გაიმართება. მანჰეტენის სასამართლოს მოსამართლე ქეთრინ ფორესთს სასჯელის ზომა 21 სექტემბერს უნდა განესაზღვრა, თუმცა მსჯავრდებულის ინფორმაციის მიხედვით, სხდომის თარიღი შეიცვალა. შეგახსენებთ, ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები.მსაჯულებმა ხურციძეს ბრალი ორ მთავარ ბრალდებაზე – რეკეტსა და თაღლითობაზე დაუდასტურეს, რომელზეც ცალ-ცალკე მაქსიმალური სასჯელი