აშშ-ის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი რაიან ზინკე პირველ სამუშაო დღეს სამსახურში ცხენით გამოცხადდა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მისი იმიჯიც, მინისტრს კოვბოის ქუდი ეხურა და თან რამდენიმე პოლიციელი ახლდა. სამინისტროსთან მას თანამშრომლები შეეგებნენ. შეგახსენებთ, აღნიშულ თანამდებობამდე რაიან ზინკე, მონტანას შტატიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო.