აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს რიგ თანამშრომლებს უკან გაიწვევს, თუმცა საელჩო განაგრძობს ფუნქციონირებას. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. გარდა ამისა, ვენესუელაში მდებარე აშშ-ს საკონსულოების თანამშრომლები ასევე დაბრუნდებიან სამშობლოში. ამავდროულად, ვენესუელაში აშშ-ს ელჩი და მისი თანაშემწეები ქვეყანაში რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აშშ-სთვის რთული იქნება დიპლომატიური წარმომადგენლობის 150 თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, აშშ ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცნობს.აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ აღიარებს მადუროს რეჟიმს და "ვენესუელას ყოფილ პრეზიდენტს აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნია".