აშშ-ს საელჩო - საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად - Palitra News

აშშ-ს საელჩო - საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად

2021-03-12 14:58:03+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც საელჩოს განცხადებაში არის ნათქვამი, საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად.

დიპლომატიური უწყება ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ სიტუაციას.