აშშ-ს საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებასავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას. მათი შეფასებით, სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. „ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.