ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს მისალოც წერილშია აღნიშნული, სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. უწყება ამბობს, რომ ყოველი 26 მაისი დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.