საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი დღეს ჯვრის მონასტერს ეწვევიან, რათა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციისთვის გამოყოფილი დაფინანსება აღნიშნონ.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, 2020 წელს გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდისგან, ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის.506,000 აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.
ჯვრის ტაძრის დათვალიერების შემდეგ, ელჩი კელი დეგნანი ჩუბინაშვილის ცენტრს ეწვევა, სადაც მას და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ლევან ხარატიშვილს პროექტის პრეზენტაციას წარუდგენენ.