ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკაში ნავთობის მარაგები 7 მილიონ 200 ათასი ბარელით შემცირდა და 533 მილიონ 500 ათასი ბარელი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ენერგეტიკის შესახებ ინფორმაციის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
ამავე ინფორმაციით, ბენზინის მარაგები მილიონ 200 ათასი ბარელით გაიზარდა და 256 მილიონ 520 ათასი ბარელი შეადგინა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ ამერიკაში ნავთობის მარაგები კიდევ 700 ათასი ბარელით, ბენზინის კი მილიონ 600 ათასი ბარელით შემცირდეს.