04:14
16 აპრილი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
25-07-2020

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს სულ მცირე 132 025 000 დოლარით დაეხმარება, თუმცა ქვეყანა იტოვებს უფლებამოსილებას, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსების 15% გაყინოს, თუ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და მთავრობაში კორუფციის შესაჩერებელი პროცესები არ მიმდინარეობს. ამასთანავე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ქვეყნისთვის გამოყოფილი ფინანსების 15% ვერ მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ არ განმტკიცდა ანტიკორუფციული კანონმდებლობა, რეგულაციები და არ შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კანონის უზენაესობა კერძო სექტორისთვის, რაც მოიცავს უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვას.

AutoPlay
რუსეთის საგარეო უწყება სანქციებზე - აშშ უბრალოდ ცდილობს გაანადგუროს ორმხრივი ურთიერთობები
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აშშ-მა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით კოდუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები