საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს.
როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ელოდებიან. შალვა ნათელაშვილის ტქმით ელჩები თავადაც პრობლემის წინაშე დგანან და მათი ამოცანაა რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა იმ პოლიტიკური კრიზისიდან რომელშიც ახლა იმყოფება.