ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, რომლებიც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის თანადამფინანსებელნი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სანქციები შეეხება ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მილსადენების განთავსებაში მონაწილეობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციებმა, შესაძლოა, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაზარდოს.შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არსებული მაგისტრალური გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაფართოების პროექტს წარმოადგენს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას სატრანზიტო ქვეყნების - უკრაინის, ბალორუსისა და პოლონეთის გვერდის ავლით დააკავშირებს. გაზსადენის საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მილიარდ კუბურ/მეტრს შეადგენს.