ვაშინგტონის ადმინისტრაცია განიხილავს შესაძლებლობებს, როგორ გადასცეს უკრაინას რუსეთის ცენტრალური ბანკის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყინული აქტივები. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მან ასევე დასძინა, რომ ინტენსიურად მუშაობენ ამერიკის ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებთან, როგორ უნდა მოხდეს რუსული აქტივების ეფექტური გაყინვა და შემდეგ მათი კონფისკაცია.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას სენატორმა პატრიკ ლიჰიმ განაცხადა, რომ ამერიკაში გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის 100 მლრდ დოლარის აქტივები.