აშშ ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეთ რუდმა სოფელ ატოცში მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. "ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობებიც, გაიყვანოს ჯარები ომამდე არსებულ პოზიციამდე, წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ამ რეგიონებს ჰუმანიტარული ხელმისაწვოდმობის ნება დართოს", - განაცხადა ელისაბეთ რუდმა.