აშშ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის 17,83%-ს დაფარავს. როგორც washington examiner-ი წერს ამერიკასა და საფრანგეთს ისტორიაში ბევრი რამ აკავშირებთ, ამიტომ ამერიკის ვალია მიიღოს მონაწილეობა ამ ისტორიული ტაძრის აღდგენაში. სწორედ ამ მიზნით აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს კონსულტაციების გამართვას ემანუელ მაკრონთან, რის შემდეგაც ის თხოვნით მიმართავს კონგრესს გაიღოს ტაძრის რეკონსტრუქციისთვის საჭირო სრული თანხის 17.83%. ეს ციფრი სპეციალურად არის შერჩეული სწორედ 1783 წლის "პარიზის შეთანხმების" შედეგად აღიარა დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ის დამოუკიდებლობა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხანძრის შედეგად განადგურებულია, 850 წლიანი არსებობის მანძილზე არაერთხელ დაქვემდებარებია რესტავრაციას. სწორედ ასე მოხდება ახლაც. ტაძარი რომლის აღდგენისთვის მილიონობით დოლარია საჭირო უკვე გახდა მსოფლიო მედიის ინტერესის სფერო.