აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა, რომ დღეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგ ნაბიჯებს გადადგამს, რომელთა შორისაა "კედლის აშენება მექსიკის საზღვარზე". "ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღე იქნება. ყველაფერთან ერთად ჩვენ კედელს ავაშენებთ", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერში".