აშშ-მა ვენესუელელ გენერალს მანუელ კრისტოფერ ფიგუერას სანქციები მოუხსნა მას შემდეგ რაც იგი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს განუდგა. ამნის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი იტყობინება. ფიგუერა ვენესუელიოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსია.
"ვიმედოვნებთ რომ ჩვენი მხრიდან დღევანდელი ნაბიჯი სხვებისთვის წამახალისებელი იქნება, რათა ისინი მიყვნენ გენერალ კრისტოფერ ფიგუერას და სამხედრო უწყების სხვა წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას", - განაცხადა მაიკ პენსმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომისკენ მოუწოდებს.