აშშ-მ უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. როგორც ცნობილია ის არტილერიას, საბრძოლო მასალას, რადარებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ბაიდენმა კონგრესს მის მიერ შეთავაზებული 33 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა, რადგან მიაჩნია, რომ უკვე არსებული დახმარება უკრაინას უკვე თითქმის ამოეწურა.