შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, რომ ესპანეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს. ამის მიზეზი კი ამ ქვეყნის მხრიდან ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდაჭერაა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ მადურო და მისი მხარდამჭერები ფულს ესპანურ ბანკებში ინახავენ. ეს კი მათ საშუალებას აძლევს ვაშინგტონის სანქციებს გვერდი აუარონ. ამავე წყაროს თქმით, ამერიკის ფინანსური უწყება განიხილავს რესტრუქციების დაწესებას იმ ფინანსური ორგანიზაციებისთვის, სადაც შესაძლოა, ვენესუელას ხელისუფლების წამრომადგენლების ფინანსური რესურსები ინახებოდეს.
როგორც ჩანს, ეს სანქციები ესპანეთში ამოქმედდება საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც 10 ნოემბერს გაიმართება. წყაროს ცნობით, ამერიკულმა უწყებამ ესპანეთის მხარე უკვე გააფრთხილა სანქციების შესახებ. თუმცა, სააგენტოს ესპანეთის საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ მათ გაფრთხილება არ მიუღიათ.