შშ-მა სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა, რომლის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრს აღემატება. საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ერთობლივი გამოსვლის შემდეგ, ეს ამერიკელების მიერ ამ სიშორის რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა.
რაკეტა გაუშვეს კალიფორნიის შტატთან მდებარე კუნძულ სან-ნიკოლასიდან. ფრთოსანმა რაკეტამ წარმატებით დააზიანა 500 კილომეტრზე შორს მდებარე სამიზნე.
პენტაგონის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მარტში აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ 1000 კილომეტრამდე სიშორის რაკეტის გამოცდას, ხოლო ნოემბრამდე ფიქრობენ საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდასაც.
საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებას 1987 წელს ხელი რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს. ის ითვალისწინებდა 500-დან 5500 კილომეტრამდე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციას. თუმცა, 2 აგვისტოს რუსეთი და აშშ ერთობლივად გამოვიდნენ ამ ხელშეკრულებიდან.