აშშ-მა, ევროკაშირმა და სამხრეთ აფრიკამ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს. BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ში ვაქცინირებულებულ მოქალაქეებში თრომბის წარმოქმნის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენა გახდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson–ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც Johnson & Johnson–ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა 18 და 48 წლამდე ასაკის ქალებში დაფიქსირდა.
თრომბის წარმოქნის სიმპტომები ვაქცინაციიდან 6-13 დღეში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ბლოკისთვის მისი მიწოდების დაწყებიდან 24 საათში მიიღეს.
ვაქცინა ევროკავშირში ჯერ არ გამოუყენებიათ და ამიტომ ევროპელი ექსპერტები აშშ-ის შემდგომ ნაბიჯს ელოდებიან.