აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გერმანიიდან გაყვანილი 1 000 ამერიკელი ჯარისკაცის პოლონეთში განლაგების შესაძლებლობას იძლევა- ამის შესახებ The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. ხელშეკრულება „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების“ შესახებ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და პოლონეთში ამერიკული კონტიგენტის გაზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პოლონეთში 4 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.