აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „აშშ-ის ინტელექტურალური საკუთრების“ დაცვაა. თუმცა, აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ოფიცილაური პეკინი პროვოკაციას უწოდებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვან ვენბინის თქმით, საკონსულოს დახურვის მოთხოვნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა.