აშშ-მა არ უნდა მისცეს უფლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნატო-ში პარტნიორებს შორის უთანხმოება გამოიწვიოს, ამის შესახებ აშშ_ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. პომპეომ ერთკვირიანი ტურნე დაიწყო ცენტრალური ევროპის რეგიონში, მათ შორის პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში. როგორც ევრონიუსი წერს, აშშ-ის მიერ ამ სამი ქვეყნის მიმართ ყურადღების ნაკლებობის გამო, კარი გაეხსნა ჩინეთისა და რუსეთის გავლენას რეგიონში, ამასთან აშშ-ის ინტერესი ამ რეგიონზე გაიზარდა მას შემდეგ რაც პოლონეტი და უნგრეთი თანდათან უფრო იზოლირებული ხდებიან ევროკავშირიდან და კანონის უზენაესობას და უფებების დაცვას პრიორიტეტად აღარ მიიჩნევენ. სწორედ აღნიშნული ვითარების გამოსწორებას ემსახურება მაიკ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტებიც. თეთრი სახლი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი უნგრეთის ენერგოსექტორზე დომინირებს.