აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდთა მოიერიშე ჯგუფი განათავსა, ამის მიზანს ირანისთვის მკაფიო მესიჯის გადაცემა წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც თუ აშშ-ის ან მის მოკავშირეების ინტერესების წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელედება, ამას შესაბამისი ძალებით უპასუხებენ. ამის შესახებ აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა. იმის ფონზე რომ აშშ-სა და ირანს შორის ბოლო პერიოდში ვითარება დაიძაბა, ბოლტონი აცხადებს, რომ აღნიშნული გადწყვეტილება არაერთი გაფრთხილების, ესკალაციის ნიშნების საპასუხოდ მიიღეს.
"აშშ-ს არ სურს ომი ირანის რეჟიმთან, თუმცა, ჩვენ სრულად მზად ვართ პასუხი გავცეთ ნებისმიერ თავდასხმას", - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გასულ წელს განაახლა, რის შემდეგაც ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა.