აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი 10-დან 25%-მდე გაზარდა. ჩინეთში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გასცემენ და საჭირო ზომებს მიიღებენ. შეგახსენებთ, მხარეეები ბოლო წუთამდე ცდილობდნენ მოლაპარაკებების წარმოებას და შეთახმების მიღწევას სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, თუმცა, ამაოდ.
"ვიმედოვნებდით, რომ ამერიკული და ჩინური მხარე ერთად იმუშავებდა და არსებულ პრობლემებს თანამშრომლობისა და კონსულტაციების საშუალებით გადაჭრიდა", - წერია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთი და აშშ მოლაპარაკებების წარმოებას გასული წლის დეკემბრის შემდეგ ცდილობდნენ. ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიზეზი ტრამპის თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსი იყო, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების კანონი ამერიკულ კომპანიებს აფერხებს. ოფიციალურ პეკინში კი აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილების მიზანს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შეფერხება წარმოადგენს, ვინაიდან აშშ ცალკეულ დასავლურ ქვეყანასთან ერთად მსოფლიოში ჩინეთის გავლენების ზრდის გამო წუხს.