შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ მსოფლიოს 13 ქვეყნის 22 იურიდიული პირი „შავ სიაში“ შეიყვანა, იმ მოტივით, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნულის შესახებ განკარგულება შესაბამისი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულების მიხედვით, ამიერიდან ორგანიზაციებისადმი ე.წ. ექსპერტული ლიცენზიების გაცემაზე პრეზუმცია ამოქმედდება. შეზღუდვები ამოქმედდა ბაჰრეინის, საფრანგეთის, ირანის, იორდანიის, ლიბანის, ომანის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, სენეგალის, სირიის, თურქეთის, გაერთიანებული არაბეთის საემიროებისა და გაერთიანებული სამეფოს ცალკეული კომპანიების წინააღმდეგ.
ამასთან, სამი ორგანიზაცია პაკისტანიდან, სინგაპურიდან და საემიროებიდან, რომლებიც „შავ სიაში“ მანამდე მოხვდნენ, ახლა იქედან ამოირიცხნენ.