ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აჩერებს საბაჟო ტარიფების დაწესების რეალიზების გეგმას საფრანგეთიდან იმპორტირებულ მილიარდ 300 მილიონი დოლარის ოდენობის პროდუქციაზე. ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ვაშინგტონი გეგმავდა ტარიფების დადგენას პარიზის საპასუხოდ, რომელმაც ე.წ. ციფრული გადასახადი შემოიღო ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. საბაჟო მოსაკრებელი 25%-ის ოდენობით შეეხებოდა ფრანგულ პროდუქციას, მათ შორის ჩანთებს, საპნებს და კოსმეტიკას.
მანამდე პარიზმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებისგან გადასახადს ამოიღებდა 2020 წელს. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადასახდელის შემოღების გადაწყვეტილება საფრანგეთში 2019 წელს მიიღეს. ის ითვალისწინებს შემოსავლების 3%-ით დაბეგვრას ისეთი კომპანიების, რომელთა შემოსავლები მსოფლიო მასშტაბით აღემატება 750 მილიონს, ხოლო საფრანგეთში 25 მილიონ ევროს.