ამერიკის ადმინისტრაციამ ნიკარაგუას ინვესტიციების მოზიდვის სააგენტოს ხელმძღვანელს ლაუერეანო ორტეგას სანქციები დაუწესა, ის ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ვაჟიშვილია. ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ასევე ნიკარაგუაში მოქმედ ბანკს Bancorp-ს. მანამდე კი, 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციების სიაში შეიყვანა ნიკარაგუას პრეზიდენტის მეუღლეც, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ამავე სიაშია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანიც.
ამასთან, ვაშინგტონი შეზღუდვებს უწესებს ვენესუელას ცენტრალურ ბანკს და ზღუდავს იმ ამერიკელების კუბაში მგზავრობას, რომელთაც კუნძულზე ნათესავები არ ჰყავთ.