ამერიკის მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების გამო თეირანი დღე-ღამეში მილიონ 500 ათასი ბარელის ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახორციელებს. ამის შესახებ ირანის საკითხებში სპეცწარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ზომების შედეგად ირანმა 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ირანი დღე-ღამეში, მილიონ 100 ათას ბარელ ნავთობს ზოგჯერ კი მილიონზე ნაკლებს, აწარმოებს, რაც იანვართან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი დამატებით 45%-ით უნდა შემცირდეს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ გაიზარდოს.