შეერთებული შტატები ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ახალ საბაჟო გადასახადს სავარაუდოდ, არ დააწესებს.
როგორც Bloomberg-თან ინტერვიუში ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, ამის მიზეზი მოლაპარაკებებში ევროპელი ავტომწარმოებლების მხრიდან პოზიტიური გზავნილები გახდა.
როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი და ის ევროკავშირ-შტატების სავაჭრო მოლაპარაკებებში განიხილება. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროკავშირი შტატებთან მიმართებაში არასამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო და ხაზს უსვამდა, რომ ამ საკითხში ევროპელთა ქმედებები ჩინელებზე უარესია.