აშშ უახლოეს მომავალში აპირებს ჰუავეის ფინანსური დირექტორის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კანადას ოფიციალური თხოვნით მიმართოს. ფორმალურად მიმართვის ვადა ვაშინგტონს 30 იანვრამდე აქვს. მენ ვანჩჟოუ გასულ თვეს კანადაში დააკავეს. მას ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. ჩინეთი კანადას დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ჰუავეის ფინანსური დირექტორის დაკავების გამო ჩინეთსა და კანადას შორის ურთიერთობა დაიძაბა.