აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი გაეროს მოუწოდებს ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიაროს. როგორც გაეროს უშიშროების სხდომაზე საუბრისას მაიკ პენსმა განაცხადა, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო უნდა წავიდეს. ვაშინგტონი უშიშროების საბჭოს გუაიდოს აღიუარებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარუდგენს. თუმცა, ამერიკული მხარე დარწმუნებულია რომ რუსეთი მას დაბლოკავს.
შეგახსენებთ, აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა, მას მიბაძა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, თუმცა, ცალკეულმა ქვეყნებმა მხარი ვენესუელის ამჟამინდელ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს დაუჭირეს, მათ შორისაა რუსეთიც.