11:39
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება დაბლოკა, რომელიც დიდი კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებდა
14-01-2022

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წესი, რომლის თანახმადაც იმ კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვაქცინაცია სავალდებულო ხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ვალდებულები იქნებოდნენ, კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინათ.

ამასთან, სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობისგან დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა ცალკეულმა შტატებმა და დამსაქმებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მოსთხოვონ თუ არა თანამშრომლებს გადადგან "ვაქცინაციის მიღების მარტივი და ეფექტური ნაბიჯი".

AutoPlay
ამ წუთებში კახა კალაძე განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ახალ პროექტს მოამზადებენ
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
ეპიდემიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში 48 ბაღია დახურული
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 477 ადამიანს დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები