აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყნის ნატოს სამხედრო ალიანსიდან გასვლის პრევენციას ახდენს. აღნიშნულ რეგულაციას მხარი 357მა კანონმდებელმა დაუჭირა 22-ის წინააღმდეგ. კანონს კენჭი ახლა სენატმა უნდა უყაროს. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით 2018 წლის განავლობაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ უთხრა თავის მრჩევლებს, რომ მას ნატო-დან გასვლა უნდა. ამასთან, "თეთრი სახლის" ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ.