აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სიმბოლურად დაგმო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ოთხ კონგრესვუმენზე თავდასხმა. რეზოლუციის მიხედვით, ტრამპის რასისტულმა კომენტარებმა ახალი ამერიკელების და ფერადკანიანების სიძულვილის და შიშის ლეგიტიმაცია მოახდინა.
რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, 240-მა კონგრესმენმა მისცა ხმა. დოკუმენტს მხარი რამდენიმე რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა.
რეზოლუციის მიხედვით იმიგრაცია ამერიკის ისტორიის ყველა ეტაპზე ხდებოდა და ყველა ამერიკელი მცირე ნაწილის გარდა იმიგრანტია ან იმიგრანტის შთამომავალი.
ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პატრიოტიზმი არ განისაზღვრება რასით ან ეთნიკურობით, არამედ კონსტიტუციური იდეალების პატივისცემით, მათ შორის თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიის.