აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰონგ-კონგთან დაკავშირებული სანქციების დაწესებას ერთხმად დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი სანქციები იმ ბანკების დასჯას ითვალისწინებს, რომლებსაც ბიზნესურთიერთობა აქვთ ჩინელ ოფიციალურ პირებთან. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერამდე სანქციები სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ჩინეთის პარლამენტმა ახალი, ჰონგ-კონგთან დაკავშირებული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა. კანონის თანახამდ, ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისა და ჰონგ-კონგის რეგიონალური მთავრობის მიმართ სიძულვილის წახალისება დანაშაულად ითვლება. ამავე კანონით, ისეთი მოქმედებები, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაზიანება, შესაძლოა, ტერორიზმად ჩაითვალოს. კანონის მიღებიდან რამდენიმე საათში ჰონგ-კონგის პოლიციამ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე 360-მდე ადამიანი დააკავა, საიდანაც 10 ახალი კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს.