აშშ-ის ცალკეულ შტატებში შტორმი მძვინვარებს. ტეხასიდან მისისიპიმდე სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ტორნადომ დასავლეთ ვირჯინიას, ჩრდილოეთ კაროლინას, ვირჯინიას, პენსილვანიას, მერილენდის, ოჰაიოსა და ნიუ-იორკის შტატებს გადაუარა. მასშტაბური სტიქია ამჟამად აღმოსავლეთისკენ მიემართება, სინოპტიკოსები ახალი ინგლისის შტატში ძლიერ ქარსა და უხვ ნალექს პროგნოზირებენ. სტიქიის შედეგად 90 მილიონი ადამიანი ზარალდება. ტორნადომ უკვე დააზიანა ინფრასტრუქტურა. სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის ზონებში სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.