აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მარკ ესპერის განცხადებით, ის ვერ ხედავს სადაზვერვო სამსახურების მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა. როგორც CBS-ის გადაცემა ეთერში ესპერმა აღნიშნა, ის ეთანხმება დონალდ ტრამპს იმაში, რომ აშშ-ის საელჩოების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელება მოსალოდნელი იყო, თუმცა, პრეზიდენტის სიტყვები ოთხ საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით "კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნებოდა".
"რაც პრეზიდენტმა განაცხადა, იყო ის, რომ, შესაძლოა, საელჩოების წინააღმდეგ დამატებითი თავდასხმები განხორციელებულიყო. მე ვიზიარებ ამ შეხედულებას, თუმცა პრეზიდენტს კონკრეტული მტიცებულება არ წარმოუდგენია" - განაცხადა ესპერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამდე, ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა.