11:35
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ის სურსათისა მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტმა "მოდერნას" ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
15-10-2021

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინის 65 წლიდან ასაკის, ვირუსის მძიმე ფორმით დაავადების ან დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციას.

მათი განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინის შესახებ არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დამატებითი დოზა დამცავი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის.
რეკომენდაციის თანახმად, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით იმ ადამიანების აცრა უნდა მოხდეს, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ გაიკეთეს. თუკი სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენებას დაეთანხმება, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა მიიღოს ის.

გამაძლიერებელი მიიღება ადამიანებისთვის ორჯერადი აცრიდან შემდეგ სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები